|
2024-08-29 20:15:45, 1153 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძე ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ფოლკლორული ანსამბლის ბავშვებს შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ფოლკლორული ანსამბლის "ჩანგის" ბავშვებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ფოლკლორული ანსამბლი "ჩანგი" ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნესებრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე "შავი ზღვის მარგალიტი" იღებდა მონაწილეობას, სადაც უმაღლესი ჯილდოს ,,გრანპრის" მფლობელი გახდა. "შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელი ირინა დევაძე და ანსამბლი "ჩანგის" ხელმძღვანელი ნაზი სურმანიძე ესწრებოდა. გასტროლი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)