18:13 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-19 17:31:06, 578 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც ელჩის გაწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს

თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი 2022 წლის პირველ მარტს, ანუ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს გაიწვია.

“ელჩის გაწვევის მიზეზად დასახელებული იქნა ორი საბაბი, ერთი იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესება. თქვენ იცით, რომ დღეს უკვე ოპოზიცია აცხადებს ღიად, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ იქნებოდა სწორი. ისინი ახლა, ორი წლის თავზე ჩვენს გზავნილებს იმეორებენ. მეორე საბაბი იყო ის, რომ ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები. ჩვენ მათი მოთხოვნის მიხედვით უნდა გაგვეგზავნა მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური ნებართვით, ჩვენი თვითმფრინავებით, ეს არ გავაკეთეთ - ამ ორი საბაბით და არა მიზეზით - უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან, შესაბამისად, აშკარაა, თუ რა იყო მოტივი ამ ყველაფრის უკან, რაზეც ღიად საუბრობდნენ მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

თქვენ გახსოვთ, პოდოლიაკი, დანილოვი ღიად მოგვიწოდებდნენ ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ და აქ ძალიან ლოგიკურად იკითხება ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველ მარტს იქნა მიღებული ორი წლის წინ. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ჩვენ ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს ჩვენგან“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics