18:13 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-18 11:36:45, 480 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი OCCRP-ის დოკუმენტზე - ეს ისეთივე თემაა, როგორც ქოლ-ცენტრები, რომელსაც თურმე კეზერაშვილი კი არა, ივანიშვილი მართავსო

მიზანი უნდა იყოს ნათელი, რა ინტერესი აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს ან მის ოჯახს რუსეთში მიწის ნაკვეთის შეძენის. რაღაც ალოგიკურობასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა OCCRP-ის მიერ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქონების შესახებ გავრცელებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა. 

ქადაგიშვილის თქმით, „შეიძლება, საქმე გვქონდეს უკვე არსებული ძველი ქონების  სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან, რაც უფრო გასაგები იქნებოდა". 

მისივე თქმით, საბოლოო მიზანი მაინც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა.

„შეიძლება, საქმე გვქონდეს უკვე არსებული ძველი ქონების  სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან. ამას კიდევ გაგებდა კაცი, მაგრამ ეს ისეთივე თემაა, როგორც ქოლ-ცენტრები, რომელსაც თურმე კეზერაშვილი კი არა ბიძინა ივანიშვილი მართავსო.  არანაირი შინაარსი იმაში, რომ  მიწის ნაკვეთი შეიძინო არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. გამომდინარე აქედან, ეს არის „ფეიკ-გარემოს" შექმნა ამ პროპაგანდისტული შემოტევებით, რაღაცა მიზნისაკენ მიმავალი სიტუაციის შექმნა. რა არის ეს მიზნისკენ მიმავალი მიზანი?! - რასაც ოპოზიცია დღე და ღამე თავის კურატორებთან ერთად იძახის, - იქნებ, დავასანქციროთ. და ამ დასანქცირებაშიც რომ არაფერი დევს საბოლოო ჯამში, რაც საქართველოს კურსს შეაცვლევინებს, ეს არ ესმით. ეს კიდევ უფრო აღიზიანებს ქართველ ადამიანს იმიტომ, რომ ქართველი ადამიანი არ არის პროექტის ადამიანი, ის ქართველი ერი არის საბოლოო ჯამში და ამ ინსტინქტებს ვერ ჩაკლავენ. პირიქით,  ამ ინსტინქტებს უფრო აღვივებენ ხალხში, როდესაც ასეთი მონაგონი თუ ინსპირირებული ისტორიებით თუ  თეორიებით უნდათ, რომ მიზნებს მიაღწიონ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics