|
2016-02-18 20:12:39, 1160 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს უმასპინძლა. თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია დაესწრნენ. შეხვედრის მთავარი თემა გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შედეგების შესახებ ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეების ინფორმირება იყო. თავდაცვის მინისტრმა ატაშეებთან შეხვედრის დროს ვარშავის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესიც განიხილა. „ჩვენ პერიოდული შეხვედრების მუდმივ ფორმატზე შევთანხმდით. გასულ კვირას ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი იყო, შემდეგ კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მიუნხენის კონფერენცია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იყო, დაბრუნების შემდეგ ატაშეებთან გაგვემართა დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებზეც მათ მინისტრებთან ორივე ფორმატის ფარგლებში ვისაუბრეთ, ასევე, შეთანხმებებზე, რომელიც შედგა და პროგრესზე, რომელიც ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ ვარშავის სამიტამდე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ამით შესაძლებელი გახდა, წერტილები დავსვათ ყველა საკითხზე, რომელიც გასული კვირის განმავლობაში განვიხილეთ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. უცხო ქვეყნის სამხედრო დიპლომატებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმ ღონისძიებებზეც გაუზიარა ინფორმაცია, რომლებიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ტარდება. პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, ქართულ მხარეს არსებითი პაკეტის ფარგლებში მათი დამატებითი კონტრიბუციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)