|
2024-08-15 15:41:00, 1105 ნახვა
რეგიონი
DEUTSCHE WELLE ბათუმზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
საერთაშორისო ტელეკომპანია DEUTSCHE WELLE აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, სტატიაში საუბარია ბათუმში მიმდინარე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოში მოგზაურობა დროში მოგზაურობას ჰგავს. და სწორედ აქ, ისტორიისა და კულტურის ამ აკვანში ყალიბდება სპორტისა და თავგადასავლების ახალი ცენტრი ბათუმი“,- წერს DEUTSCHE WELLE. ბათუმზე საუბრისას ხაზგასმულია ის საერთაშორისო სპორტულ-კულტურული ღონისძიებები, რომლებსაც ბათუმი წლის განმავლობაში მასპინძლობს. ასევე, მთიანი აჭარის ეკოტურისტული და სათავგადასავლო ტურისტული შესაძლებლობები. „თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საქართველოს ცნობილი სტუმართმოყვარეობა, ხაზს უსვამს ბათუმის პოტენციალს უმასპინძლოს გლობალურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, რაც მას მიმზიდველ ადგილად აქცევს მრავალი დამთვალიერებლისთვის“. წელს, DEUTSCHE WELLE -ს ეთერში ასევე, მიმდინარეობდა ერთთვიანი სატელევიზიო რეკლამა, რომლის შედეგადაც რეგიონის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ინფორმაციას 190 ქვეყნის მილიონობით მაყურებელი ეცნობოდა. ტელევიზიის სოციალურ გვერდებზე კი „ალი და ნინოს“ შესახებ დადებულ რილს მილიონობით გამომწერის გამოხმაურება მოჰყვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო, პრესტიჟულ ტელეკომპანიებთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს. სტატია იხილეთ: https://www.dw.com/en/europes-best-kept-secret-for-adventure-batumi/a-69358963
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)