18:48 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 09:58:33, 437 ნახვა

პოლიტიკა
სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ. 

როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მელია მედიასთან კომენტარს აკეთებდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია "ახალმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება და "ვერანაირი თავდასხმებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება".

"სამტრედიაში მიპარვით და ლაჩრულად თავს დაესხნენ ჩვენი კოალიციის ლიდერს, ნიკა მელიას. 
რაც არ უნდა ეცადოს “ქართული ოცნება”, დაუპირისპირდეს ჩვენი ხალხის ნებას და კვლავ მიიტაცოს ხელისუფლება, ჩვენი კოალიცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებს და ხელისუფლების დამარცხება სამართლებრივად გაფორმდება არჩევნების შედეგებში.

ვერანაირი თავდასხმებით თუ სხვა მცდელობებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება და ქართველი ხალხის ნების აღსრულება მხოლოდ დროის საკითხია - 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” დაასრულებს თავის სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ მმართველობას. 

განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი თავდასხმა დროში დაემთხვა აშშ-დან ვიზიტით ჩამოსული ჩვენი პარტნიორების დელეგაციის საქართველოში სტუმრობას. ამ ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია იყო უმძიმესი განაჩენი “ქართული ოცნებისთვის”, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილი და ცივილიზებული სამყარო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი დგას დემოკრატიულ ევროპულ საქართველოსა და რუსული სტილის ბანდიტურ-ოლიგარქიულ რეჟიმს შორის.  

“ქართული ოცნება” არის დამარცხებული ძალა და 26 ოქტომბერს ჩანაცვლდება კოალიციური მმართველობით, რომელიც შექმნის თავისუფალ და სამართლიან გარემოს ყველასთვის და რამდენიმე წელიწადში შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში",- აღნიშნულია პარტია "ახალის" განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics