18:49 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-11 13:06:14, 455 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც შინდისის გმირებმა ჩაიდინეს, ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შინდისის გმირები არიან პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი.

"დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს. უფრო მეტიც, ეს გმირობა არის ის, რაც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ გმირების მშობლებს, რომლებმაც ასეთი გმირები აჩუქეს სამშობლოს. მათ მოგვცეს ჩვენ პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი. ჩვენი ვალია, ამ გმირების წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ამ ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics