|
2024-08-10 23:19:29, 1582 ნახვა
სპორტი
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონია. შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა და საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე მეხუთე მედალი მოუტანა. პირველივე ნახევარში გენომ აქტიურად შეუტია მეტოქეს, ეფექტური გდებების შემდეგ 11:1 დაწინაურდა. თავისუფალ ჭიდაობაში 10-ქულიანი უპირატესობა უკვე გამარჯვებას ნიშნავს, თუმცა მსაჯებმა ჩელენჯის შემდეგ ქართველს ერთი ქულა ჩამოაკლეს და ანგარიში 10:1 გახდა. შეხვედრა გაგრჩელდა. მეორე ნახევარში ზარემ მაქსიმალურად მოინდომა, 9 ქულამდეც ავიდა, თუმცა პეტრიაშვილს ოლიმპიური ოქრო მაინც ვერ წაართვა. 30 წლის ქართველმა ფალავანმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გუშინ დაიწყო. მერვედფინალში უკრაინელი ხოციანივსკი 11:0 დაამარცხა, მეთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 სძლია, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელ გიორგი მეშვილდიშვილს 7:0 აჯობა. აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)