22:39 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 15:38:09, 842 ნახვა

სამართალი
ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე ინფორმაციას არ გაასაჯაროვებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელის ფაქისო მოჩოჩოკოს განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის არც ერთი ნაწილი არ გასაჯაროვდება.

მისივე თქმით, ის არის და დარჩება სრულიად კონფიდენციალური, რათა მტკიცებულებათა შეგროვება მიუკერძოებლად წარიმართოს.

„მოცემული გამოძიების არც ერთი ნაწილი არ გასაჯაროვდება. ის არის და დარჩება სრულიად კონფიდენციალურ ინფორმაციად. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გამოძიება და მტკიცებულებათა შეგროვება წარიმართოს მიუკერძოებლად და ასევე იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი სამართლებრივი და ფიდუციური (ფიდუცია ნდობაზე დამყარებულ აქტს ნიშნავს რედ:) ვალდებულებები მოწმეების და იმ პირთა მიმართ რომლებთანაც ურთიერთობა გვექნება გამოძიების მსვლელობაში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი ოფისის გამომძიებლები შეაგროვებენ მტკიცებულებებს სხვადასხვა წყაროდან. ჩვენი გამომძიებლები თავიანთ სამუშაოს შეასრულებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. ისინი შეამოწმებენ შესაბამის ადგილებს, შეაგროვებენ მტკიცებულებებს და დაკითხავენ მოწმეებს, შეაგროვებენ მასალას და დაათვალიერებენ დოკუმენტებს. ამიტომ თუ სადმე წაიკითხავთ რაიმე დეტალებს ჩვენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ქმედებების შესახებ, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ისინი ფიქტიური იქნება“, - განაცხადა მოჩოკოკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics