19:31 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 17:27:29, 445 ნახვა

პოლიტიკა
გორდულაძე - სააკაშვილი აპროტესტებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას და ეს სხვა არაფერია, თუ არა გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის

დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წევრს არ განუმარტავს საზოგადოებისთვის - რატომ აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილი მისთვის სასარგებლო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „შესაძლოა, არსებობდა გარიგება მიხეილ სააკაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელიც სავარაუდოდ, აპირებდა წინასაარჩევნოდ შეეწყალებინა ყოფილი პრეზიდენტი". 

„საზოგადოებისთვის რომ  იყოს კიდევ უფრო ნათელი, უნდა ვთქვათ, რომ სასამართლომ მიიღო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილისთვის ეს უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებაა, ვიდრე საზიანო, ერთი შეხედვით, რადგან სასამართლო შეზღუდულია 9 თვით. 9 თვეში იგი ვალდებულია, რომ მიიღოს შესაბამისი განაჩენი. ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს ახლა 6 წელი აქვს პატიმრობა შეფარდებული და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გამამტყუნებელ განაჩენში, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება მაღალი ალბათობით, 6-წლიანი სასჯელი მოიცავს მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ პატიმრობის ვადასაც. ეს ერთი შეხედვით სასარგებლო არის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ იგი აპროტესტებს და ეს პროტესტი სხვა არაფერი არ არის, თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის და  ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, აპირებდა, რომ შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, რაც მათ შორის უნდა ყოფილიყო, ალბათ, წინასაარჩევნოდ.

ჩვენ გვახსოვს, რომ 2021 წელს ზუსტად წინასაარჩევნოდ შემოაპარეს გარკვეულმა პირებმა და უცხოურმა ძალებმა არაჟნის კონტეინერით მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, ახლაც, სავარაუდოდ, იყო გარკვეული გათვლა, რომ წინასაარჩევნოდ უნდა შეწყალებულიყო ეს ადამიანი და პროკურატურის დასაბუთება, რომ არსებობდა გარკვეული რისკები მხოლოდ და მხოლოდ გვიმართლდება. ადგნენ ახლა პატივცემულები და აუხსნან საზოგადოებას - რატომ აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა გორდულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics