|
2024-08-06 14:41:33, 780 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინამ კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევა სცადა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა, დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევის მცდელობის შესახებ განაცხადა. მედიის ცნობით, კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინულ ჯარებს საზღვრის "გარღვევის" საშუალება არ მისცეს. როგორც მედია წერს, პარალელურად, რუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გარღვევა უკრაინელებმა რამდენიმე ჯავშანმანქანით შეძლეს. "რუსი ჯარისკაცები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სუჯის რაიონში მდებარე დასახლებული პუნქტისკენ - გონჩაროვკისკენ მიემართებოდნენ. მოგვიანებით გაჩნდა ცნობა ბელგოროდის ოლქში საზღვრის გარღვევის მცდელობებზეც",- წერს მედია. მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ქვეყნის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრიი კოვალენკომ კი აღნიშნა, რომ რუსი სამხედრო ლიდერები "იტყუებიან", როდესაც აცხადებენ, რომ კურსკის ოლქში ვითარებას აკონტროლებენ. "რუსეთი არ აკონტროლებს საზღვარს",- დაწერა მან სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ უკრაინელების მიერ საზღვრის გარღვევის მცდელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ქალაქ სუჯას დაბომბვის შესახებ ცნობები გავრცელდა. თვითმხილველებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ სუჯაში იერიშს მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)