22:39 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 12:37:50, 466 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ბოლო პერიოდში განხორციელდა ორი ტერაქტი, სლოვაკეთსა და აშშ-ში - ეს საფრთხეები საქართველოსთვისაც აქტუალურია

ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არის ძალიან შემაშფოთებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში. ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, ერთი სლოვაკეთში და მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ის გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, "გასაკვირი არ არის, რომ გამოძიების თანახმად ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი, იმ ადამიანების როლი, რომლებიც დღეს იმყოფებიან ფიზიკურად უკრაინაში".

"თქვენ გახსოვთ ასევე, სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთ-ერთ ევროკომისართან. მოგვიანებით, ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით - ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც, უბრალოდ, მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიას არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან ქილერები. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს, როგორც "მესენჯერი" იმისთვის, რომ მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში საფრთხეები რა თქმა უნდა არსებობს“,- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics