22:39 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 11:45:12, 505 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მამულაშვილი - „ქართული ლეგიონის“ 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა The Insider-ს განუცხადა, რომ საქართველოში ლეგიონის 300-მდე წევრი იძებნება.

მამულაშვილის თქმით, მათი უმეტესობა ახლა უკრაინაშია.

“მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების ასეთი განვითარება, (უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა) მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენზე (“ქართული ლეგიონის“ მებრძოლებზე) ძებნა გამოაცხადა.

ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს, წასულიყვნენ. მათ უთხრეს: “აქ ბევრი რუსი არის, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ, წახვიდეთ”.

არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისეების ნაწილი რუსეთში იყოს ექსტრადირებული, მაგრამ მხოლოდ შემოდგომის არჩევნების შემდეგ. ქართველ მებრძოლების წინაშე მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე აშშ-ში.

დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ეტაპობრივად გავამყარებთ სანქციებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამაში მონაწილეობდა“,- აღნიშნა მამულაშვილმა, რომლის თქმითაც, ნადიმ ხმალაძეს და ლაშა ჭიღლაძეს - პირებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა, არ იცნობს.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics