22:39 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-22 17:15:27, 380 ნახვა

პოლიტიკა
ჩაკვეტაძე ენმ-ზე - მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან მოქალაქეებს, გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი პროექტი დაიწყო - ,,ემგიდი''. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ჩაკვეტაძეს თქმით, "ჯაფარიძე, კანონმდებლობის თანახმად, პარტიას წარმოადგენს და მიხეილ სააკაშვილის "სპეციალური წარმომადგენელიც" არის".

რაც შეეხება ემიგრანტებს, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს.

"მოგესალმებით მოქალაქე სოფო ჯაფარიძეო... კანონმდებლობით, ეს ადამიანი პარტიას წარმოადგენს. პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრია. ასევე, როგორც თვითონ ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის "პირადი წარმომადგენელი''. ამათ მე მგონი მართლა ჰგონიათ, რომ ,,ერთიანობა'' რომ დაირქვეს, ნაცები აღარ არიან.

ნაც. მოძრაობამ ახალი პროექტი დაიწყო - "ემგიდი''. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია!

რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩვენი ხელისუფლება მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს შესაძლებლობა 26 ოქტომბერს ხმა მისცეს. ამ მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურია.
ასევე, ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომლითაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სათვისტომოებიდან კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს სამშობლოში დაბრუნება", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics