|
2024-07-22 12:20:31, 472 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ამ არჩევნებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმედ წააგებს
ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" "ძალიან მძიმედ წააგებს". „ისინი ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას და აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საბოლოო ჯამში მოახერხოს რაღაცნაირად მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა. მის ინტერესშია, რომ შედარებით მეტმა "ნაციონალური მოძრაობის" ფილიალმა გადალახოს ბარიერი. ამიტომ მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სხვა "ნაციონალებს", როგორიც არიან ხაზარაძე, გახარია და სხვები, რომ გაერთიანდნენ. მათ სურთ, რომ მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში. ამისათვის სჭირდებათ მათ იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს. ეს რეალურად ერთადერთ რამეს ცვლის, რომ ოპოზიცია პარლამენტში იქნება წარმოდგენილი 40-ის მაგივრად 45 ან 50 დეპუტატით. ეს არის ერთადერთი განსხვავება. ჩვენ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს, დაახლოებით, 60% მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება და საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა",- აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)