|
2024-07-20 16:09:20, 452 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე დალაქიშვილი - რუსთავის ავტობანის საკითხი მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო
ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ რუსთავი იყოს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსთავისა და თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის საკითხი, მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო, თუმცა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, პროექტი განახლდა და მის ცვლილებაზე ტენდერიც გამოცხადდა. "რაც შეეხება ავტობანის გაგრძელების და დასრულების საკითხს, მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩართულობით, ფაქტი სახეზეა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური მუშაობით, პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, პროექტის ცვლილებაზე გამოცხადდა ტენდერი - ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მეორე ეტაპი უკვე შემოდგომისთვის დაიწყება ყველანაირი გათვლებით, გამოცხადდება ტენდერი უკვე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით", - განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)