|
2024-07-18 11:00:43, 482 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში საინვესტიციო პირობები კარგია, თუმცა სასამართლო სექტორის შესაძლებლობაზე უნდობლობა არსებობს
ზოგადად, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია, თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად,- ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზოგიერთი ბიზნესდავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. "დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო არის პატარა, მაგრამ ღია ბაზარი, რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ვაჭრობით, ტურიზმით და ტრანსპორტით. ქვეყანამ 1991 წლიდან გაატარა ფართო ეკონომიკური რეფორმები, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დადგინდა ცხრა ნაბიჯი, რათა საქართველოს მთავრობამ გადადგას გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, მათ შორის დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის წინსვლისთვის. საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა გამოიწვევს სტრუქტურული რეფორმების გატარებას ბევრ სფეროში, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების, კონკურენციის კანონის, სახელმწიფო შესყიდვების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩათვლით... ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად. ზოგიერთი ბიზნესდავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. კომპანიები უკმაყოფილებას გამოხატავენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებზე, ასევე აცხადებენ, რომ ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის ნაკლებობაა და კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის კომერციული კანონების შერჩევითი აღსრულება და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეებია. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ნიშნულზეა, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი",- აღნიშნულია ანგარიშში.
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)