|
2024-07-17 13:35:34, 461 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - როდემდე უნდა გააგრძელოთ ანტიეროვნული ქმედებები - გვიპასუხე!
როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს ანტიეროვნული ქმედებები?! - კობახიძე, გვიპასუხე! - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. როგორც ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგად ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია. "ირაკლი კობახიძეს მინდა დავუსვა კითხვა - გუშინ ისევ დაპირისპირებისკენ მიდრეკილი განცხადებები, ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდათ. მინდა, ირაკლი, პირადად შენ დაგისვა კითხვა - ხელში მიჭირავს 100-მდე პროექტის ჩამონათვალი, ჯამური ღირებულებით 10 მილიარდი ლარი. ამ პროექტებს შეგვიძლია ვუწოდოთ მეგა-მასშტაბური პროექტები, რომელიც ფინანსდება ევროპული და ამერიკული თანხებით. ეს არის, დაახლოებით, 10 მილიარდ ლარზე ლაპარაკი. რა პროექტებია: მაგისტრალური გზები, მეტროპოლიტენი, საერიგაციო სისტემები, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები, წყალმომარაგების სისტემები, რომელიც ქმნის, დღეის მდგომარეობით, ამ გაჭირვებულ სიტუაციაში, დაახლოებით, 100 000-მდე სამუშაო ადგილს საქართველოში. მე გეკითხები - ამ რიტორიკით, რომლითაც გუშინ გამოხვედი, როცა მიიყვანე ქვეყანა იქამდე, რომ შეწყვეტილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა - ეს დაფინანსება რომ გაჩერდეს, რას აპირებ?! თქვენი მოქმედებით ხომ ისედაც საზოგადოება, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია! სამუშაო ადგილი არ არის, ქვეყანა წინ არ მიდის - ამ 10 მილიარდზეც უარს ამბობთ?! ესეც გინდათ, რომ მოჭრათ?! რომ აღარც გზა გაკეთდეს ქვეყანაში, აღარც ინტერნეტიზაცია მოხდეს, აღარც საერიგაციო სისტემა, სოფელში ადამიანი იხვეწება, რომ სარწყავი სისტემა გაკეთდეს. ამ თანხებზეა ლაპარაკი. როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს ანტიეროვნული ქმედებები?! რომ გამდიდრდით და 18 მილიონ დოლარიან ოფისში რომ დასხედით, ასე რომ არ ცხოვრობს ქვეყანა?! კონკრენტულად გისვამ კითხვას - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ყოველთვის ნუ გაურბიხარ პასუხს - აი, 100 პროექტი, ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე, ამ მასშტაბურ პროექტებს. საიდან მოვა ეს თანხა, როდესაც ამ დაფინანსებას გააჩერებენ დასავლური ფონდები; ევროპული და ამერიკული თანხა, როცა არ შემოვა ქვეყანაში?! და მეორე უფრო მეტიც, კანდიდატის სტატუსთან ერთად, 14 მილიარდი ევრო უნდა მიგვეღო და ეს თანხა საერთოდ ჰაერშია გამოკიდებული. მართლა გგონიათ, რომ ამ დაპირისპირების რიტორიკით თქვენ რამეს მიაღწევთ?! მინდა, საზოგადოებას მივმართო - 26 ოქტომბერი არის არჩევანი დაპირისპირება თუ ერთიანობა, ამ პროექტების გაგრძელება თუ ვინც გუშინ გამოვიდა ზეძვირი შენობიდან, ამ ადამიანების სასარგებლოდ მომუშავე ქვეყანას შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კობახიძე, გვიპასუხე!'' - მიმართა ვაშაძემ პრემიერს.
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)