|
2024-07-15 12:12:08, 520 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - პრეზიდენტთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში, „რუსულ კანონთან დაკავშირებით“, პარლამენტის წევრებიც შევიტანთ სარჩელს
პრეზიდენტთან ერთად, რუსულ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს პარლამენტის წევრებიც შევიტანთ, რადგან ეს კანონი არღვევს კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს,- ამის შესახებ პლატფორმა “ერთიანობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. კორძაიას თქმით, "ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში". “პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, როდესაც ვიხილავდით სარჩელებს და იქვე დავამატე პარლამენტის წევრების პოზიცია, რომ ჩვენც აუცილებლად შევიტანდით სარჩელს, ჩვენი სარჩელიც თითქმის მზად არის, თვის ბოლოს შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რომლითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს. ეს არის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა და კონსტიტუციის 22-ე მუხლის დარღვევა, რაც ნიშნავს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვას და რა თქმა უნდა, რაც ნიშნავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის განადგურებას. პარლამენტის წევრებმა ჩავთვალეთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 78-ე მუხლის აღსრულებაში ჩვენც, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვთვლით, რომ 78-ე მუხლის დაწესებული ეს ბრძოლა ევროკავშირისთვის არის ჩვენი ვალდებულებაც, რადგან იქ წერია, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამიტომ, ოპოზიციის თანხმობა ამასთან დაკავშირებით არის და ჩვენც შევიტანთ სარჩელს ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე, როგორც საქართველოს მედიის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვაში ფიზიკური პირებიც შეიტანენ სარჩელს. ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება განხილვის ნაწილს, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას, რადგან თუ პარლამენტის წევრებზე, პრეზიდენტზე ვრცელდება 78-ე მუხლის ვალდებულება და ჩვენ გვინდა, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც ენდომება, რომ კონსტიტუციის მოთხოვნები თავადაც შეასრულოს და დროულად და ვადაში განიხილოს ეს სარჩელი. აქ მეორე საკითხიც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავაყენეთ დროებითი მექანიზმის გამოყენების მოთხოვნაც, რომელიც ითვალისწინებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას და ეს მოითხოვს სწრაფად საკონსტიტუციო სასამართლოს შეკრებას და მსჯელობას ამ კანონის შეჩერების ნაწილში“,- განაცხადა თამარ კორძაიამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავს და კანონის 78-ე მუხლთან შესაბამობის დადგენას მოითხოვს.
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)