|
2024-07-15 11:56:01, 437 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე რუხაძეზე - ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს, ჩემი და ჩვენი გუნდის პოზიცია კი ევროპული მომავალია
ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში მოხდეს, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “იმედის“ მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩანაწერზე. კახა კალაძის განმარტებით, ევროინტეგრაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯები “ქართულ ოცნებას“ უკავშირდება და ეს გუნდი აღნიშნულ პროცესს ბოლომდე მიიყვანს. “ევროინტეგრაციისკენ წინგადადგმული ყველა ნაბიჯი “ქართულ ოცნებასთანაა“ დაკავშირებული. “ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს. ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის საშუალება, თუ ის კანონს არ ეწინააღმდეგება. “არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ა.შ. ეს მათი დამოკიდებულებაა. თუ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაშინ ყველა აზრს უნდა მივცეთ არსებობის საშუალება. თუ ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, როგორიც იყო სააკაშვილის მეთაურობით რადიკალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეგეც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ საზოგადოებას რომ არ უნდოდა ისეთი საქართველო, როგორიც 2012 წლამდე იყო და შესაბამისი პასუხი გასცა მათ. ხალხს უნდა დემოკრატიულ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება, განვითარება. ჩემი და ჩვენი გუნდის პოზიცია არის ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ გზაზე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. თუ რაიმე ხელშესახები წარმატება გვაქვს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, ჩვენი დამსახურებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)