|
2024-07-15 11:30:29, 489 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე პრეზიდენტზე - წარმოადგენს იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლებიც ქვეყნის მტრები და მოღალატეები არიან
ქვეყნისთვის ევროპული მომავალი რომ მნიშვნელოვანია, ამის კონსტიტუციაში ასახვა ჩვენს მიერ მოხდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელის შესახებ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი საკუთარი ქმედებებით „რადიკალურ დაჯგუფებებს წარმოადგენს, რომლებიც ქვეყნის მტრები არიან". „როგორ შეიძლება იმ ადამიანზე კომენტარი გააკეთო, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა? ამას ამბობდა საკუთარ ქვეყანაზე. ც მათ ყველას ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ სინამდვილეში ერთნი არიან. როგორ შეიძლება ადამიანი გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებოდეს, თუ რაიმე დასამალი არ აქვს და სიბინძურეში არაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება კითხვას სარჩელების შესახებ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო სექტორმა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოამზადეს და მათი მტკიცებით, აღნიშნული კანონი 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება, თბილისის მერი პასუხობს, რომ გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება. „ქვეყნისთვის ევროპული მომავალი რომ მნიშვნელოვანია, ამის კონსტიტუციაში ასახვა ჩვენს მიერ მოხდა. ამის ინიციატორი სწორედ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იყო. ასევე, 2012 წლიდან მოყოლებული, თუკი რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯი არსებობს ან ევროინტეგრაციის გზაზე რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი შანტაჟის შემცველი განცხადება, მუქარა, რომ ეს კანონი გაწვეულიყო. თუმცა, ვერ მოვისმინეთ არგუმენტი „რატომ“. „იმიტომ“ არ არის პასუხი. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები - გამჭვირვალობა რატომ არის პრობლემა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდეს?“ - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)