|
2024-07-14 14:32:36, 1527 ნახვა
სხვადასხვა
ვერ ვიტან რესპუბლიკელებს და დონალდ ტრამპს - რას ამბობდა 20 წლის მსროლელი
მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, არის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, ნათქვამია აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში. კრუკსი იყო ბეთელ პარკიდან, პენსილვანია, განაცხადა FBI-მა. ეს ქალაქი ბატლერიდან დაახლოებით 70 კილომეტრშია, სადაც მკვლელობის მცდელობა მოხდა. გავრცელდა ვიდეო, თომას კრუკსის სოციალური ქსელიდან სადაც ის ამბობს, რომ ვერ იტანს რესპუბლიკელებს და დონალდ ტრამპს. "ვერ ვიტან და მეზიზღებიან რესპუბლიკელები, ვერ ვიტან დონალდ ტრამპს, თქვენ ცუდი ბიჭი აირჩიეთ, ძალიან ცუდი" - ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში მსროლელი. CNN წერს, რომ კრუქსი 2022 წელს დაამთავრებდა სკოლას, ეს შეიძლება ყოფილიყო პირველი არჩევნები, რომელშიც მას ხმის მიცემის უფლება ექნებოდა. ამასთან, ის, ისევე როგორც ტრამპი, რესპუბლიკელია, თუმცა 2021 წელს მან დემოკრატებს მცირე შემოწირულობა გაუწია..
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. FBI-ის ცნობით, მას არ აქვს წინა სისხლის სამართლის ბრალდება. კრუქსი დარეგისტრირდა ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში რესპუბლიკელების მხარდამჭერად ხმის მისაცემად. მისი მოტივები ზუსტდება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)