|
2024-07-13 18:45:52, 754 ნახვა
პოლიტიკა
ხვიჩია - უზრა ზეიამ ის პრობლემები დაასახელა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც უცნაურია, რადგან მისი დასახელებული პრობლემები თუ არსებობს ქვეყანაში, სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან, – ამის შესახებ “გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი შეფასებით, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ის პრობლემები დაასახელა, რაც ისედაც ვიცით. “მე არ მიმიღია მის ვიზიტში მონაწილეობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია, რადგან ის პრობლემები თუ არსებობს, რაც მან თქვა საქართველოსთან მიმართებით, მაშინ სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან. ეს ნამდვილად იყო ისეთი უცნაურობა, რომლის გამოც ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ახსნა არ მაქვს. არ ვიცი, დანარჩენთან დაკავშირებით რამდენად ზუსტად არის ყველაფერი. მან ის პრობლემები დაასახელა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით. ვიცით ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ, რომ “ქართულ ოცნებას“ მეგობრების დაკარგვა არაფრად მიაჩნია. მთავარი ხომ გამოსავალია და ვერ გეტყვით, ზოგადად, გამოსავლის ძიების ნაწილში ეს ვიზიტი რამდენად იქნება ეფექტური“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)