|
2024-07-13 12:22:54, 481 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული დეკლარაციის მნიშვნელობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ირაკლი ჩიქოვანმა უკვე გამართა შეხვედრა სომეხ კოლეგასთან, სურენ პაპიკიანთანაც. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)