|
2024-07-12 17:30:26, 1234 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა მიმდინარეობს
აჭარაში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა მიმდინარეობს. ვიზიტების ფარგლებში მოსახლეობას უტარდება სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვა ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჯერად, სამედიცინო ბრიგადის მორიგი ვიზიტი ქედის მუნიციპალიტეტის მთა ნაკონაღვარში შედგა. საზაფხულო იალაღზე მყოფი მოსახლეობის კვლევის პროცესს ადგილზე გაეცნო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ავთანდილ ფუტკარაძე. "წელს პირველად დავიწყეთ აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა. რომლის მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილება. პროგრამის ფარგლებში ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე უკვე განხორციელდა 14 ვიზიტი, გამოკვლეულია 600-მდე ბენეფიციარი. სამედიცინო ბრიგადების ვიზიტები დასრულდა სოფლებში და ამიერიდან გაგრძელდება მთებში", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. პროგრამას - "აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის და მემთეურთა ავადობის უფასო კვლევა" აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. სამედიცინო გამოკვლევებში ჩართულია ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი. საჭიროების შემთხვევაში გაიცემა მედიკამენტების პაკეტი. პროგრამას ახორციელებს კლინიკა "მედფემი".
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)