|
2024-07-10 11:40:55, 574 ნახვა
პოლიტიკა
ფიშერი - ამ დროისთვის, გერმანიის მხრიდან საქართველოს წინაშე ახალი ფინანსური ვალდებულებები აღარ იქნება
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოს წინაშე. ასე რომ, აღარ იქნება გერმანიის მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ დროისთვის,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. როგორც ფიშერმა აღნიშნა, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესში იმყოფება. "გერმანია იმყოფება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესში. შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი უმსხვილესი დონორები ვართ. და ახლა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოს წინაშე. ასე რომ, აღარ იქნება გერმანიის მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ დროისთვის. გერმანელმა სამხედროებმა ასევე გააუქმეს მონაწილეობა "ღირსეული პარტნიორის" წვრთნებში. გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი ბერლინში და ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს. გაწევრიანების პროცესი და ევროკავშირის პოლიტიკა ძალიან ადვილი გასაგებია",- აცხადებს ფიშერი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)