|
2024-07-08 13:33:46, 593 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - რა ჯანდაბაში გვინდა პორტი ჩინელების ხელში - ჩამოგვისახლებენ ჩინელებს ანაკლიაში, ყაზახებს რუსთავში - ვერ მოესწრებიან
რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი სტაბილური პორტი ჩინელების ხელში - ჩამოგვისახლებენ ჩინელებს ანაკლიაში, ყაზახებს რუსთავში და ქართველების ადგილი აქ აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად, ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვინც ეს მოინდომა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, "დღეს საქართველოში ადამიანი, როგორც ცენტრი, დაკარგულია". "აი, ანაკლიაში ლაზიკის პორტი ჩვენ გვქონდა გათვლილი იმისთვის, რომ მთელი სამეგრელო დაგვესაქმებინა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ამათ გადაწყვიტეს, ჩინელები შემოიყვანონ და ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი სტაბილური პორტი ჩინელების ხელში. გარდა საფრთხისა, უბედურებისა, სიღარიბისა, რა მოაქვს ამას, ისევე, როგორც ეკონომიკური ზონა რუსთავში, რომელიც შევქმენით იმისთვის, რომ 60 000 ადამიანი დავასაქმეთ, ახლა ყაზახებს გადასცეს მთლიანად. ე.ი. ქართველი ადამიანი არ არის დაცული თავის ქვეყანაში, არავინ აღარ არის თავისი ბედის და ქვეყნის ბატონ-პატრონი. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ საქართველო ისევ საქართველოს მოქალაქეებს, ისევ ქართველებს... ასე თუ გაგრძელდა, საქართველო მთლიანად დაიცლება ქართველებისგან. ჩამოგვისახლებენ ჩინელებს ანაკლიაში, ყაზახებს რუსთავში და ქართველების ადგილი აქ აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად, ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვინც ეს მოინდომა",- განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)