|
2024-07-01 11:54:44, 1120 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს ეწვია
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული სამედიცინო ცენტრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილე მარი ზანაქიძესა და ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელებულ ძირეულ სისტემურ ცვლილებებსა და განახლებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას გაეცნო. "კლინიკური ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების უმაღლესი სტატუსი ჰოსპიტალს ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI) რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მიენიჭა. AACI არის "ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ (ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. კომისიის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები. ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბათუმის იაშვილის ჰოსპიტალი აჭარის რეგიონში არსებული მულტიპროფილური ცენტრია, სადაც დედათა და ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მეორე-მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელიც მოიცავს სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს და უზრუნველყოფს ახალშობილების ინტენსიური თერაპიის სრულფასოვან სპექტრს. ასევე, ჰოსპიტალი რეგიონის მოსახლეობას ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სერვისს 24 საათის განმავლობაში აწვდის",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)