|
2024-06-30 15:57:19, 2352 ნახვა
კომენტარი
გერმანიის ელჩი: საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში წარმატებებს უსურვებს და წერს, რომ ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გასვლას ელის. საქართველო-ესპანეთის მატჩის გამარჯვებული გერმანიას დაუპირისპირდება. 29 ივნისს გერმანიის ნაკრებმა დანიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. გოლები კაი ჰავერცმა და ჯამალ მუსიალამ გაიტანეს. „კარგი, საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებები!”, – გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას გერმანელი დიპლომატი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, კიოლნის სტადიონზე უძლიერეს მეტოქე ესპანეთის ნაკრებთან ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევროპის პირველ ჩემპიონატზე პლეი ოფში გავიდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)