|
2024-06-29 19:55:42, 1676 ნახვა
სპორტი
გიორგი მამარდაშვილი - ამ მატჩშიც ყველაფრისთვის მზად ვიქნები
ესპანეთთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა. „ვთქვი, რომ კვარაცხელია ყველა ესპანელზე უკეთესია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელებს პატივს არ ვცემ, ისინი ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, მაგრამ როგორც რიგითი ქართველი, მე ხვიჩას გულშემატკივარი ვარ, მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. ხვალინდელ შეხვედრას რაც შეეხება, რთულ თამაშს ველოდებით. ვფიქრობ, ესპანეთი თავის სტილს არ უღალატებს, გახსნილ ფეხბურთს ითამაშებს და შემოგვიტევს. ჩვენ კი ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც პორტუგალიასთან – დაცვაში უშეცდომოდ და კონტრშეტევაზე – მწვავედ. თუმცა დაცვიდან თამაში არ ნიშნავს, რომ შეტევაში სახიფათოები არ ვიქნებით. რაც შეეხება ნაჩოს ნათქვამს, რომ ესპანელები ბევრ გოლს გამიტანენ, ვნახოთ, ამას როგორი წარმატებით მოახერხებენ. თუ დაინიშნება პენალტების სერია? მატჩამდე მეტოქის ფეხბურთელებს ვსწავლობ, ასე რომ, ამ მატჩშიც ყველაფრისთვის მზად ვიქნები“. ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირადაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთვაზებთ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)