|
2024-06-23 22:04:56, 1665 ნახვა
სპორტი
საქართველოს ნაკრების მეკარე მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია!
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთის ნაკრებთან 22 ივნისს გამართულ მატჩს გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“. „პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ ისტორიული მომენტის ნაწილი, როგორც მატჩის MVP (ყველაზე ღირებული მოთამაშე). მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის სტადიონზე და მის ფარგლებს გარეთ! Ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერი ერთად შეგვიძლია“, – წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი აღიარეს, პორტალმა Sofascore-მა კი საქართველოს ნაკრების მეკარე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში წარადგინა. Sofascore-ის ინფორმაციით, მამარდაშვილმა 10-ქულიანი სისტემით 9.8 ქულა დააგროვა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ფეხბურთელს შორის. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთის ნაკრებთან 18 ივნისს გაიმართა - საქართველოს ნაკრები მტერთან 3:1 დამარცხდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)