23:14 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 15:11:36, 851 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში წლიურ ანგარიშს წარადგენს.

რიჟვაძემ მისასალმებელი სიტყვა რეგიონის მიღწევებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ "მაქსიმალური კეთდება, რათა ღირსებით და სუვერენიტეტის დაცვით დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს და პარალელურად  ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევისა თუ წარმატებისა".

"სულ ახლახან ბათუმი დასახელდა ევროპის წამყვან საინვესტიციო ქალაქად, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქალაქში, კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდება, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა შეიქმნება ჩვენი მცხოვრებლებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო და ერთადერთი აღიარება, რადგან განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბათუმმა ნამდვილად დაიმკვიდრა როგორც ევროპის ტურისტულ, ასევე ბიზნეს რუკაზე თავისი ღირსეული ადგილი. ევროპელი ვიზიტორები, ასევე ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი, ის დემოკრატიული წეს-წყობილება, ძალიან ძვირფასი, მდიდარი, ევროპული მემკვიდრეობა, რომელიც ამ ქალაქს ახასიათებს, ნამდვილად გამოარჩევს მას.

ბოლო რამდენიმე წელია, უკვე ბათუმი და აჭარა აღიარდა როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ევროპაში და ასევე, შარშან ჩვენმა ულამაზესმა სტადიონმა ამერიკაში მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც ინვესტორები, ვიზიტორები ახასიათებენ ჩვენს ქალაქს, მიმზიდველს, როგორც ბიზნესის თავისუფლების კეთების კუთხით, ასევე ინვესტიციების დაცულობის კუთხით, ასევე მთავრობის გამჭვირვალობით. რა თქმა უნდა ეს არის ის ფუძემდებლური პრინციპები, რომლითაც შესაძლებელი გახდა ის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარდატეხა რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს ბოლო 12 წლის განმავლობაში და სწორედ რისი შედეგიც არის ის მიღწევები, რომელიც გვაქვს - იქნება ეს ეკონომიკური ზრდა, იქნება ეს ახალი სამუშაო ადგილები, იქნება ეს სიღარიბის განახევრება, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე. ასევე, რა თქმა უნდა, ის პერსპექტივა, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით ევროპულ ოჯახთან. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა იმ მიღწევის, რაც აქამდე ჩამოვთვალე",- თქვა რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, თითოეულ ქართველს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნება მიულოცა.

"მინდა, მოგილოცოთ  და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის უდიდეს მეცენატს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს არის ნამდვილად ღირსეული და ეროვნული საქმე, რომელიც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს",- აღნიშნა რიჟვაძემ, როგორც ამას აჭარის მთავრობა იტყობინება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics