|
2024-06-10 16:12:36, 885 ნახვა
რეგიონი
შუახევში, საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების დაჯილდოება გაიმართა
შუახევში, საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლების საზეიმო დაჯილდოება და 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტების ღონისძიების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიალს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ომარ ტაკიძემ სხვადასხვა კონკურსში მონაწილე მოსწავლეებსა გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. კონკურსი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში, მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის 793 მოსწავლე მონაწილეობდა.
საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელი და ბიბლუსის ვაუჩერი, ხოლო სკოლებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს მადლობის ბარათები გადაეცათ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)