|
2024-05-31 13:42:39, 818 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ახალ ტურისტულ ბაზრებზე გაეცნენ
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს საუდის არაბეთსა და ჩინეთში გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აღნიშნული ქვეყნების ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. გამოფენების ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღების საშულება ჰქონდათ. გამოფენის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით გაიმართა საქმიანი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია 15-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, დუბაის, ჰელსინკის, ნიუ-იორკის, ვენის და პრაღის ტურისტული გამოფენები. უწყება სამიზნე ქვეყნებიდან ასევე მასპინძლობს პრესს და ინფო ტურებს რეგიონის პოზიციონირებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)