|
2024-05-30 17:54:54, 875 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს გაიზრდება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წილი, ასევე შეიცვლება დაფინანსების მეთოდოლოგია, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. „გაორმაგდება უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ბიუჯეტი. გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის და საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება. იგეგმება 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების, ასევე, ახალშობილი ტყუპების ოჯახებზე დაფინანსების გაზრდა. ამოქმედდება ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 120 000-დან 150 000 ქულამდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში 16 წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსურ დახმარებას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)