|
2024-05-30 15:37:19, 696 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - „გამჭვირვალობის კანონი“ ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას გამოეხმაურა. აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ "გამჭვირვალობის კანონი" "ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომელიც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა". „პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას. მსურს, მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ დეპუტატს, რომლებმაც არნახული ზეწოლის მიუხედავად შეძლეს მტკიცედ მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია გრძელვადიანად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება იცოდეს ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც უცხოურ ინტერესს ატარებენ, დადებითს თუ უარყოფითს. შესაბამისად, მჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დარწმუნდება ამ კანონის მნიშვნელობაში. შეუძლებელია, რომ გამჭვირვალობა შეუსაბამო იყოს ევროპულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველივე სხდომაზე, მთავრობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაასახელა ერთ-ერთ მთავარ პრინციპად. შესაბამისად, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების მიმართ მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი გახლავთ გამჭვირვალობა და შედეგებიც, მათ შორის მთავრობის გამჭვირვალობასთან მიმართებით, გვაქვს სახეზე. იცით, რომ გამოქვეყნდა ღია ბიუჯეტის ინდექსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ბიუჯეტი ღიაობით არის პირველ ადგილზე 125 ქვეყანას შორის, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამდენად გამჭვირვალედ მოქმედებს მთავრობა და სამთავრობო სტრუქტურები, როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ნაწილში. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენმა უმრავლესობამ პარლამენტში, პატრიოტული და მტკიცე სულისკვეთებით დაამტკიცა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა და არნახული წნეხისა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველო არის უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და შესაბამისად, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, წარმოუდგენელი რისკის ფასად, „ქართული ოცნების" პირობებში, ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენს ხალხს გარედან „დაუნიშნონ" და „აურჩიონ" მთავრობა და შეძლონ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა. შესაბამისად, გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომელიც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)