|
2024-05-28 21:46:03, 499 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს
84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია. - - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ” კანონს აპროტესტებენ. 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია. მე ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთ სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს. ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას. “ზოგმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის ამ ქვეყნის საუკუნოვანი მტერი. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან. შეიძლება ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას იმიტომ, რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის და რა არის, ასევე სად არის. ეს არის ჩვენი მომავალი. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)