|
2024-05-28 12:57:00, 404 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გამიხარდება თუ ვეტოს არ დაძლევთ და არჩევნებზე მისცემთ ხალხს შესაძლებლობას, გადაწყვიტოს საქართველოს ბედი
გამიხარდებოდა, რომ თქვენ არ დაგეძლიათ ვეტო და ეს კანონი არ ამოქმედდეს, მაგრამ ისე დაიჟინეთ ეს კონკრეტული დავალება, რომელიც გაქვთ კრემლიდან, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიხართ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით "მმართველმა პარტიამ მუჭი მოუღერა სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს". "დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მთავარ მტერს, პუტინს ერთი სული აქვს საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად და თქვენ მას ხელს უწყობთ ამ კანონით. ამით უარს ამბობთ ევროკავშირზე, კარებში ეჩხირებით ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის, რომლითაც მილიონობით დოლარის ზარალს მიაყენებთ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, ძალიან გამიხარდება, თუ ვეტოს არ დაძლევთ და ქართველ ხალხს არჩევნებზე მისცემთ შესაძლებლობას, გადაწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოს ბედი",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)