|
2024-05-24 19:23:52, 1074 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასრულების სურვილი არ აქვს
პუტინს ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასრულების სურვილი არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ეხმაურება Reuters-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს. როგორც კულება აღნიშნავს, მხოლოდ გლობალური უმრავლესობის პრინციპულმა და ერთიანმა ხმამ შეიძლება, აიძულოს პუტინი, რომ აირჩიოს მშვიდობა. „რატომ ალაპარაკდნენ მოულოდნელად მედიასთან რუსული "წყაროები", რომ პუტინი მზადაა, შეაჩეროს ომი ამჟამინდელ საბრძოლო პოზიციებზე? - ეს მარტივია; პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობს, ჩაშალოს 15-16 ივნისს დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში. მას ეშინია მისი წარმატების. მისი გარემოცვა აგზავნის ყალბ სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო მზადყოფნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმას მაშინ, როდესაც მათი რაკეტები და თვითმფრინავები უკრაინის ქალაქებზე ცვივა. პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. მხოლოდ გლობალური უმრავლესობის პრინციპულმა და ერთიანმა ხმამ შეიძლება, აიძულოს იგი აირჩიოს მშვიდობა. სამშვიდობო სამიტის მიზანიც სწორედ ამის მიღწევაა. სწორედ ამიტომ არის ის ასე შეშინებული. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი ლიდერი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან“, - წერს კულება. ცნობისთვის, სააგენტო Reuters-მა ორ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)