12:56 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 12:31:50, 479 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი - ვეთანხმები კობახიძეს, რომ კანონი მე-2 ფრონტის გახსნის საბაბია

ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს  იმ განცხადებაში, რომ პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მხოლოდ საბაბია რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ, - ამის შესახებ რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

როგორც კარასინი სოციალურ ქსელში წერს, „რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია“.

„ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს  იმ განცხადებაში, რომ პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მხოლოდ საბაბია რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ.

ეს შესამჩნევი გახდა 2022 წლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყნის დასუსტების მიზნით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ღია შეტევაზე გადავიდა.

სრულიად გამართლებულია პრემიერის განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ინტერესი არსად გამქრალა...

გასაგებია, რომ რუსეთის პოზიციაზე მორიგ თავდასხმასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია“, - აღნიშნა კარასინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics