18:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 11:35:28, 451 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ოფიციალურად მოექცა

"ქართული ოცნება" ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში,- ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ სავიზო შეზღუდვებს. 

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, "სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება".

"სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი, აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას იწყებს და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა "ოცნების” რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარის დახმარებას!

მინდა, ხელახლა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა დიპლომატს, დაუყოვნებლივ გადადგით ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი, რაც არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მხილება და ქვეყნის გადარჩენა!

გააჩერეთ რუსული კანონი",- წერს ხაზარაძე "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს. როგორც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 23 მაისით დათარიღებულ განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო შეზღუდვა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. 

ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვასაც იწყებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics