|
2024-05-23 16:24:53, 891 ნახვა
რეგიონი
Air Baltic-ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. „ბათუმი - ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება“ ამ სათაურით სტატია ავიაკომპანია Air Baltic-ის საბორტო ჟურნალში გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, საიმიჯო სტატიაში საუბარია მთისა და ზღვის პროდუქტების სინთეზზე, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებზე, ასევე ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე. „არ აქვს მნიშვნელობა ისტორიით ხართ დაინტესებული, არქიტექტურით, ბუნებით თუ უბრალოდ ზღვის სანაპიროზე დასვენებით, ბათუმს ყველა კატეგორიის ტურისტვისთვის აქვს შესათავაზებელი პროდუქტი“, - ნათქვამია სტატიაში. „სტატიას მკითხველი საბორტო ჟურნალის მაისი-ივლისის ნომრებში გაეცნობა. ავიაკომპანია Air Baltic 70-ზე მეტ მარშრუტს ახორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან, ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ჟურნალი Baltic Outlook მგზავრებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300,000 მგზავრი ეცნობა. საიმიჯო სტატიის გამოქვეყნება იგეგმება ავიაკომპანია Wizz Air-ის საბორტო ჟურნალებშიც“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)