|
2024-05-22 13:41:15, 853 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტსა და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტსა და შპს "აჭარისწყალი ჯორჯია"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მემორანდუმს ხელი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და შპს "აჭარისწყალი ჯორჯია"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სატიშ რამეშ ბჰატმა მოაწერეს. "მემორანდუმი ითვალისწინებს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივი პროგრამის "მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში ფინასურ თანამონაწილეობას 25 000 ლარის ოდენობით, ჯამში შეადგენს 40 000 ლარს, რაც მეტ ბენეფიციარს მისცემს შესაძლებლობას თავიანთი იდეა აქციონ რეალობად.
პროგრამის მიზანია, ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)