|
2024-05-21 15:39:06, 328 ნახვა
პოლიტიკა
აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო" აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ) ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული საერთაშორისო ასოციაციის წევრობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სემინარებში. "საქართველოსთვის აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში გაერთიანება ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის კონგრესზე გადაწყდა, სადაც 50-მდე ქვეყნის 600 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს პრიორიტეტებზე, მათ შორის, ციფრულ განვითარებაზე, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების გაძლიერება და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მიმდინარეობს. ხაზი გაესვა ელექტრონული სერვისების განვითარებას საქართველოში, რაც მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ნაწილია. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს აღმასრულებლის ყოველდღიურ საქმიანობაზე, რომელიც სულ უფრო მეტად მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნასა და მის სისტემურ გამოყენებას. საერთაშორისო კავშირის 25-ე კონგრესზე კავშირის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს. საქართველოდან ღონისძიებას ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ანა არაბული", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)