00:05 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 13:08:48, 801 ნახვა

რეგიონი
მაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს ყაზახი ინფლუენსერები სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, კონტენტ კრეატორების აჭარაში მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ მიერ რეგიონში მოგზაურობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კონტენტს ამ ეტაპისთვის  5 მილიონამდე წვდომა აქვს.

ინფლუენსერები ძველ ბათუმს, ბულვარს და ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ. ასევე მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დასაგემოვნებლად კი მედიატურის მონაწილეები ქედაში ღვინის მარანს ეწვივნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად აგრძელებს მედიატურების ორგანიზებას, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. მაისის განმავლობაში, უწყების მოწვევით რეგიონს უკვე სტუმრობდნენ ჟურნალისტები და ინფლუენსერები ლიეტუვადან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და ყაზახეთიდან. თვის ბოლომდე რეგიონს ასევე ესტუმრება  ფინელი, ესტონელი, უზბეკი და სომეხი ჟურნალისტები. შედეგად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალები სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics