|
2024-05-20 15:23:03, 849 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ბარათაულის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო
დღეს, შუახევის კერძო და საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთათვის ბოლო ზარი 2024 დაირეკა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერი ომარ ტაკიძე ბარათაულის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო, ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა. "სპეციალურად ამ დღისთვის მეთორმეტე კლასელებმა იუმორისტული "სკეტჩები", მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები მოამზადეს. გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და მადლობა გადაუხადეს სკოლის პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის. იყო ავტოგრაფები თეთრ პერანგებზე, ბევრი სიყვარული და სამახსოვრო ფოტოები.
ბოლო ზარი შუახევში 132 მოსწავლისთვის დაირეკა. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება შუახევის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)