21:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-19 10:46:09, 407 ნახვა

პოლიტიკა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გამოსავალს აჩვენებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დაწესებულ ვეტოზე.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გვიჩვენებს გამოსავალს ქარიშხლიდან. საქართველოს შეუძლია მიატოვოს ეს კანონი და აირჩიოს ევროპა“, - წერს ჰ. ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში, 

შეგახსენებთ, რომ 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებულ კანონს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა).

„კანონი არ ექვემდებარება რაიმე ცვლილებას ან გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics