15:17 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 11:57:49, 429 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ფარულავა - ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია

დილის ხუთ საათზე ურეკავდნენ მამაჩემს და ემუქრებოდნენ ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფარულავას განცხადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, "ყველა დამნაშავე კანონის წინაშე პასუხს აგებს“.

 „ურეკავდნენ მამაჩემს და ემუქრებოდნენ შვილის, ჩემი ფიზიკური განადგურებით. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია. ეს არის სწორედ რუსული სტილის საბჭოთა ტერორი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს ადამიანები არ ვიცი სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ, ან რა დამოკიდებულებაა ასაკიან ადამიანს დილის ხუთ საათზე დაურეკო და ერთადერთი ბიჭის განადგურებით დაემუქრო. ეს არაფერში არ ჯდება. აუცილებლად ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს, ამას მე ვპირდები და სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველა ამ ადამიანს აუცილებლად დავსჯით კანონის წინაშე“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics