15:16 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 17:30:51, 396 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა ის ხშირად არღვევს კონსტიტუციას

მას არანაირი უფლება არ აქვს, პოლიტიკურ პროცესებში ანუ საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა. ის არის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, რომ ის ჩვეულებრივად არღვევს კონსტიტუციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, „პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეალურად არაფერს შეცვლის და მომავალ არჩევნებში  დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი ისევ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ექნება". 

„იმის ნაცვლად, რომ პირველი იყოს, ვინც იცავს კანონს, კონსტიტუციას, არის პირველი დამრღვევი  კონსტიტუციის და არც ის გამიკვირდება, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს არაფერს არ შეცვლის, სადაც უნდა, ვისთანაც უნდა და როგორც უნდა, იქ იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს, მიაღწევს წარმატებას, რაც სჭირდება დღეს ამ ქვეყანას, ამ  ქვეყნის მომავალს, შეინარჩუნებს სიმშვიდეს, მშვიდობას. სხვა, რაც შეეხება დანარჩენ რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მათი მთავარი მიზანი იქნება, როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics