|
2024-05-14 16:46:51, 449 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ამ კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ქვეყანა წაგვართვა, რუსეთს ჩააბარა
ამ კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ქვეყანა წაგვართვა, რუსეთს ჩააბარა, ქვეყანაში გაფორმდა რუსული რეჟიმი, - ასე ეხმაურება ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას. ბეჟაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს მოთხოვნას, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე, 84 დეპუტატი დასანქცირდეს. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სახელმწიფოს მიტაცებაზე, სახელმწიფო სტრუქტურების მიტაცებაზე. ამ კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ქვეყანა წაგვართვა, ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში გაფორმდა რუსული რეჟიმი. აქ, რატომ რუსული კანონის თემა, აღარ არის მნიშვნელოვანი, ამ კანონით რუსული რეჟიმი გააფორმეს. ამიტომ საზოგადოების პროტესტი იქნება კიდევ უფრო მძლავრი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია კიდევ უფრო მკაცრი და ხისტი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე მოხდეს 84 დეპუტატის სანქცირება, რადგან ეს ადამიანები არიან რუსული გავლენის აგენტები ამ ქვეყანაში. აბარებენ რუსეთს საქართველოს, ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ვერ შევეგუებით, საზოგადოების ნებისმიერი პროტესტი არის ლეგიტიმური. ამ ქვეყანაში აღარ არსებობს ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუცია, არის პრეზიდენტი, არის საპარლამენტო ოპოზიცია, დანარჩენი სხვა ინსტიტუტები ემსახურებიან რუსულ რეჟიმს. ერთი დღითაც არ გადადეს ამ სხდომის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მაინც ჰქონოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით და ეს კიდევ უფრო სიმპტომატური არის, რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის პარტიამ, საგანგებოდ, ხაზგასმით გააკეთა დღევანდელ დღეს, როცა არ მისცა ჩვენს პარტნიორებს კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობაც კი, ამიტომ დღეს ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ გაფორმდა როგორც რუსული რეჟიმის ქვეყნად, ამიტომ ჩვენ, საზოგადოებას კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი მოგვეცა, რომ ჩვენი პროტესტი იყოს მძლავრი, პროტესტს აქვს თავისი ლეგიტიმაცია, დღეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, არაკონსტიტუციურია, დაირღვა საბოლოოდ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომ ომი, რომელიც გამოუცხადა ივანიშვილმა ქართველ ხალხს, დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)